რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული თეიმურაზ დუდაშვილი გათავისუფლებულია

რუსი ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ხაზთან დაკავებული სოფელ ხურვალეთის მკვიდრი თემო დუდაშვილი გათავისუფლებულია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დუდაშვილი ამჟამად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ თეიმურაზ დუდაშვილი გუშინ, რუსმა სამხედროებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც ის საძოვარზე საქონელს მწყემსავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები