ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამა – „კანფეტების ისტორია“ ICOM-ის კონკურსის გამარჯვებულია

საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამა „კანფეტების ისტორია“ საერთაშორისო სამუზეუმო გაერთიანება ICOM-ის კონკურსის გამარჯვებულია.
ICOM CECA-ს კომიტეტმა 2018 წლის მაისში საერთაშორისო პროექტის „საუკეთესო პრაქტიკა „გამარჯვებულთა ჯერ ოცეული, ხოლო შემდგომ ხუთეული გამოავლინა. ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამით „კანფეტების ისტორია“ ხუთ ქვეყანას შორის საქართველოც აღმოჩნდა.
ICOM–CECA (სამუზეუმო განათლებისა და კულტურის აქტივობების კომიტეტი) წარმოადგენს ICOM-ის ერთ-ერთ უძველეს საერთაშორისო კომიტეტს, რომელიც აერთიანებს 1000-ზე მეტ წევრ მუზეუმს მსოფლიოს 85 ქვეყნიდან. CECA-ს მიზანია, სამუზეუმო განათლებისა და კულტურული აქციების განვითარების ხელშეწყობა.
პროგრამამ „კანფეტების ისტორია“ წარმატებით გაირა მკაცრი ტურები და, ჟიურის გადაწყვეტილებით, საუკეთესო ხუთეულში დაიკავა ადგილი. გამარჯვებული პროგრამა დაჯილდოებულია ფულადი საჩუქრით და წარდგენილია ICOM CECA-ს 2018 წლის საერთაშორისო კონფერენციაზე – „მუზეუმები, განათლება და კულტურული აქტივობა: ძველსა და თანამედროვე მნიშვნელობებს შორის“.
მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამის შექმნა განაპირობა არქივში დაცულმა უნიკალურმა ფოტომასალამ, სადაც ჩანს, როგორ მზადდებოდა მეოცე საუკუნის დასაწყისში კანფეტები მუშტაიდის ტერიტორიაზე მუზეუმის სახელოსნოებში. კონკრეტულად ამ პროგრამაზე, დღევანდელი მონაცემებით, 3000-ზე მეტი ბავშვი იყო, რომლებმაც საკუთარი ხელით დაამზადეს და შეფუთეს კამფეტები.
პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ, მუზეუმის ისტორიის გაცნობა ბავშვებისთვის ხოლო, მეორე მხრივ, ბავშვის კეთილგანწყობის მოპოვება და მისი უშუალო კონტაქტი ხელსაქმესთან (Needleworker).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები