შს ყოფილი მინისტრი, რომელიც აფრასიძეების სახლში სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა, შსს-ს მეთოდებს უწუნებს (ვიდეო)

საქართველოს შს ყოფილი მინისტრი – გიორგი ბარამიძე, რომელიც 2004 წელს სვანეთში აფრასიძეების სახლში იმ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა, რომლის დროსაც ორი ადამიანი ადგილზევე დაიღუპა, თბილისში წუხანდელ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სამართალდამცველებს სპეცოპერაციის მეთოდებს უწუნებს.
რა თქმა უნდა, ნარკოგამსაღებელი უნდა დააკავო, ამაში ორი აზრი არ არსებობს და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯო, მაგრამ არა ამ ფორმით”, – ასეთი შეფასება მისცა შსს-ს ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ბარამიძემ ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას.
გიორგი ბარამიძე ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2003 -2004 წლებში, შს მინისტრად დაინიშნა. პირადად ის ხელმძღვანელობდა 2004 წელს სვანეთში, სოფელ ეცერში აფრასიძეების ოჯახში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის დროსაც ომეხ და ევგენ აფრასიძეები დაიღუპნენ.
ორი მოკლული, ერთი მძიმედ დაჭრილი, შოკისგან გარდაცვლილი მეზობელი ქალბატონი, მასიურ დაბომბვას და ტყვიების წვიმას სასწაულად გადარჩენილი დამფრთხალი, დაშინებული ბავშვები, რომელთა დედაც ფსიქიკურად შეირყა, გადამწვარი სახლ-კარი, ღია ცის ქვეშ დარჩენილი მოხუცი ქალი და ოთხი ბავშვი, ოც წლამდე პატიმრობა შეფარდებული ოჯახის გადარჩენილი მამაკაცები – ასე დამთავრდა ეცერში ჩატარებული სპეცოპერაცია.
მთავარ პროკურატურაში ე.წ. აფრასიძეების საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. რამდენიმე კვირის შემდეგ, მთავარი პროკურატურა საქმის მასალებს სასამართლოში გადააგზავნის, სადაც შესაძლებელია, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას შს ყოფილი მინისტრის, გიორგი ბარამიძის, უშიშროების ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის, უშიშროების ყოფილი მდივნის, ვანო მერაბიშვილისა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები