ბიძინა ივანიშვილი: ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას პოლიტიკაში დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი განმარტა და განაცხადა, რომ მისი მთავარი და აბსოლუტური მიზანი აფხაზი და ოსი ძმების დაბრუნებაა.
„მე მწამს საქართველოსი, მჯერა ჩვენი ევროპულობის, განსაკუთრებული პერსპექტივის და ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს. უდიდესი წარსულის მქონე ხალხს აუცილებლად გვექნება, ღირსეული მომავალი. ეს არის ჩემი მთავარი და აბსოლუტური მიზანი. ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და გავიმარჯვებთ. სწორედ ამიტომ დავბრუნდი პოლიტიკაში“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს. მისი არჩევა პარტიის მეხუთე ყრილობაზე მოხდა.
პარტიის ლიდერად ბიძინა ივანიშვილის დანიშვნას მხარი თანაგუნდელებმა ერთხმად დაუჭირეს.