ლევან დავითაშვილმა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა სატყეო რეფორმაზე ისაუბრეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს ტყის რესურსების მდგრადი მართვის საკითხებში ტუკა კასტრენს შეხვდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში მიმდინარე სატყეო რეფორმის შესახებ და ყურადღება ტყის კოდექსის პროექტის, ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმების და ინდიკატორების, ასევე, სატყეო განათლების სტრატეგიის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
ლევან დავითაშვილმა 2017 წელს ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიღებული ზარალის შესახებაც ისაუბრა და ყურადღება ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
ტუკა კასტრენმა ლევან დავითაშვილს სატყეო სექტორში არსებული გამოწვევების დასაძლევად სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები