პირველადი მონაცემებით, ვანისა და ხონის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილი ხმების მიხედვით, ვანისა და ხონის 54-ე საარჩევნო ოლქში გამართულ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გივი ჭიჭინაძე ლიდერობს.
ცესკომ ამ ეტაპზე შესული ოქმების ნაწილი – 6 ოქმი გამოაქვეყნა, რომელშიც 1 132 ხმით „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გივი ჭიჭინაძე ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილზე „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გიგი უგულავაა 766 ხმით.
შუალედური არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ ვანისა და ხონის მაჟორიტარი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
№54 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 60 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 57.9% (27 846 ამომრჩეველი).
ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში ჩაიარა. მათივე ინფორმაციით, საერთო ჯამში საოლქო საარჩევნო კომისიებში 5 საჩივარი დარეგისტრირდა. ყველა საჩივარი პროცედურული ხასიათის მცირე ხარვეზებს შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები