პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ბელორუსიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, რა თქმა უნდა, საუბარი რუსულ-ქართულ ურთიერთობებსაც შეეხო.
„ამ კონტექსტში, პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა გულისწყრომა, რომ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ დაუბრუნდა ოჯახს. მაშინ, როდესაც რუსეთს ამის ყველანაირი ბერკეტი გააჩნდა. ბელორუსიის პრეზიდენტთან საუბარი გაგრძელდა რუსეთთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის პრაგმატულ პოლიტიკასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ, როგორც ასეთი, ხალხთაშორისი ურთიერთობების დონეზე დაპირისპირება არ აღინიშნება. იმ პირობებში, როდესაც საქართველოში რუსეთიდან 1.5 მილიონი ტურისტი შემოდის, არ ყოფილა დაპირისპირების არც ერთი ინციდენტი ეთნიკურ საფუძველზე.
ამავე კონტექსტში, გიორგი კვირიკაშვილმა ბელორუსიის პრეზიდენტს უთხრა, რომ მისი ბებია იყო რუსი და დღემდე საქართველოში ბევრი შერეული ოჯახია, თუმცა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის არსებობს წითელი ხაზები და ეს არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება ამ ფუნდამენტურ საკითხებზე გადის. ამ მიმართულებით კი რუსეთის ხელისუფლება ნაბიჯებს არ დგამს“, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები