დავით მათიკაშვილი: ვფიქრობ, ვანისა და ხონის საზოგადოება სწორ არჩევანს გააკეთებს

“ქართული ოცნების” წევრმა, დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა საარჩევნო პროცესის შეფასებისას, განაცხადა, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მან იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს.
“ვანის და ხონის სამაჟორიტარო ოლქში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ყველა უბანი დროულად გაიხსნა, აქტივობა არის მაღალი და არაფერი დაფიქსირებულა, რაც შედეგებს ხელს შეუშლის. ვისურვებ, ასე გაგრძელდეს და ასეც იქნება. ვფიქრობ, საზოგადოება აუცილებლად სწორ არჩევანს გააკეთებს”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები