საოლქო კომისიის თავმჯდომარე: არჩევნებზე არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა

„ხონის 54-ე საარჩევნო ოლქში მიმდინარე პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა“, – ამის შესახებ საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი გორდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
„ყველა უბანი დროულად გაიხსნა. ამ დრომდე, არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. იმედი მაქვს, არჩევნები მშვიდ ვითარებაში წარიმართება“, – განაცხადა გიორგი გორდაძემ.
ცნობისათვის, ხონში სულ 29 საარჩევნო უბანია. რეგისტრირებულია 23090 ამომრჩეველი. ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.
54-ე საარჩევნო ოლქში 60 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 28 აპრილის შუალედურ არჩევნებში ხუთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დასახელებული და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ: 2. „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – გიორგი უგულავა; 17. „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი; 21. „ტრადიციონალისტები“ – ზურაბ ქართველიშვილი; 23. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – მამუკა ტუსკაძე; 41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – გივი ჭიჭინაძე; 42. საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა) – ვასილ კოპალიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები