გიგი უგულავა: ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც მოდის დაპირებებით, ვალდებულია, ეს დაპირებები შეასრულოს

გიგი უგულავამ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ ხმა ხონის მე-3 საარჩევნო უბანზე მისცა.
„ვანელები და ხონელები დღეს წითელ ბარათს აჩვენებენ ხელისუფლებას. „ქართული ოცნება“ დღეს აქ დამარცხდება, იმიტომ, რომ მან მოატყუა პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, რეგიონის მოსახლეობა. დღევანდელი წითელი ბარათი იქნება იმის შეხსენება, რომ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც მოდის დაპირებებით, ვალდებულია, ეს დაპირებები შეასრულოს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
უგულავამ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია მინი ტრაქტორით დატოვა.
ცნობისათვის, ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები