ინდოეთში, 12 წლამდე გოგონების ჯგუფური გაუპატიურებისთვის სასიკვდილო განაჩენი ამოქმედდება

დღეს ინდოეთის მთავრობამ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 12 წლამდე მიუღწეველი გოგონების ჯგუფური გაუპატიურებისთვის დამნაშავეს სიკვდილით დასჯიან. კანონში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, მინიმალური სასჯელი 12 წლამდე გოგონას გაუპატიურებისთვის 20 წელი იქნება, ხოლო იგივე ასაკის გოგონას ჯგუფური გაუპატიურების შემთხვევაში, დამნაშავეებს სამუდამო პატიმრობას ან სიკვდილს მიუსჯიან.

მოქმედ კანონში ცვლილებების შეტანა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ინდოეთში 8 წლის გოგონა ჯერ გაიტაცეს, შემდეგ კი ჯგუფურად გააუპატიურეს. ამის შემდეგ, დამნაშავეებმა ბავშვი ჯერ ერთ-ერთ ინდუისტურ მონასტერში გამოკეტეს, ხოლო მოგვიანებით მხეცურად მოკლეს.

ხსენებულ საქმეს ნეგატიური რეზონანსი მოჰყვა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ერევანში ტერორისტული აქტი აღკვეთეს ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერევანში სავარაუდოდ ტერორისტული დაჯგუფების ორი წევრი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, იგეგმებოდა აფეთქებების მოწყობა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები