გიორგი სვანიძე: დღეს პატივი მივაგეთ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას – იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც მშვიდობისა და თავისუფლებისთვის იბრძოდნენ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძემ, ფაშიზმზე გამარჯვების 81 წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ბოლნისში მდებარე შინმოუსვლელთა მემორიალი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერ ზამურ ჭითანავასთან ერთად გვირგვინით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„დღეს პატივი მივაგეთ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას – იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც მშვიდობისა და თავისუფლებისთვის იბრძოდნენ „- აღნიშნა გიორგი სვანიძემ.

აღსანიშნავია, რომ სოფელ ბოლნისში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის 98 წლის ვეტერანს, არუთინ აროიანს, ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცა.

მემორიალთან  მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები