ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ბოლნისში მდებარე შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან გიორგი გასვიანთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი სვანიძესთან ერთად, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ქალაქ ბოლნისში მდებარე შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ბოლნისში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის 98 წლის ვეტერანს, არუთინ ანდრიასიანს, ერთჯერადი ფულადი დახმარება გადასცა.
,,9 მაისი ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია. ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი გავიდა. დღეს პატივი მივაგეთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოსა და მომავალი თაობების უსაფრთხოებას შესწირეს. ჩვენი ვალია, მუდამ გვახსოვდეს გმირები, რომლებმაც თავგანწირვით მშვიდობა და თავისუფლება მოგვიტანეს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ.