მედია: აშშ-ის მისია ჰორმუზის სრუტეში, შესაძლოა, ამ კვირაში განახლდეს
„პროექტი თავისუფლების“ მისია, რომელიც ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტს ისახავს მიზნად, შესაძლოა, ამ კვირაში განახლდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal-ი პენტაგონის შეფასებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
NBC-მ ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ „პროექტი თავისუფლება“ შეჩერდა მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთმა ამერიკელებს ამ მისიისთვის მისი ბაზებისა და საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალა.
„ტრამპის ადმინისტრაცია ამჟამად ცდილობს კომერციული ნავიგაციის ოპერაციების განახლებას საზღვაო და საჰაერო ძალების დახმარებით… პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა ვადა – ამ კვირაში დააწესეს“, – აღნიშნავს გამოცემა.
გამოცემის ცნობით, საუდის არაბეთმა და ქუვეითმა აშშ-ის ძალების მიერ მათი ბაზებისა და საჰაერო სივრცის გამოყენებაზე შეზღუდვები მოხსნეს. Wall Street Journal-ის ცნობით, გადაწყვეტილება ქვეყნების ლიდერებს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღეს.