ერევანში 62 ადამიანია დაკავებული

ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულების რაოდენობამ ამ დროისთვის 62 ადამიანი შეადგინა. ისინი სამართალდამცველებმა უკვე პოლიციის შენობაში გადაიყვანეს. დაკავებულთა რაოდენობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადგილობრივ პოლიციაშიც ადასტურებენ.

სომხეთში საპროტესტო აქციების ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც მთავრობამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფილი პრეზიდენტი – სერჟ სარგსიანი დანიშნა. მიუხედავად საპროტესტო აქციებისა, მთავრობა გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს და სარგსიანი მოვალეობების შესრულებას უკვე შეუდგა.

აქციის მონაწილეთა დაკავებამდე, პრემიერის ოფიციალურმა გვერდმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ის ოპოზიციის ლიდერს, ნიკოლა ფაშინიანს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას სთხოვს, რადგან მიაჩნია, რომ არსებული სიტუაცია ქვეყანაზე ნეგატიურად აისახება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები