ირანი ამერიკას ისევ დაემუქრა

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუანიმ განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის შესახებ დადებული მრავალმხრივი შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის შეთხვევაში, ირანი მოულოდნელ ნაბიჯებს გადადგამს.

„ჩვენი ატომური ენერგიის ორგანიზაცია სრულ მზადყოფნაშია იმისათვის, რომ გადადგას ყველასათვის მოულოდნელი და მოსალოდნელი ნაბიჯები“, – განაცხადა ჰასან როუანიმ.

ამერიკის მიერ ირანთან დადებული ხელშეკრულება, რომელსაც ასევე, ხელი მოაწერა მსოფლიოს ლიდერმა 5-მა ქვეყანამ, ავალდებულებს ირანს, შეაჩეროს ბირთვული პროგრამა, ხოლო ამერიკამ, სანაცვლოდ, ირანზე დაწესებული სანქციები გააუქმა.

დადებულ ხელშეკრულებას ტრამპმა ყველა დროის ყველაზე ცუდად შედგენილი დოკუმენტი უწოდა და ხელშეკრულების გადახედვა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი სანქციების აღდგენას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები