კახა კალაძე: ბელიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებთა მატჩი ხვალ გაიმართება, იმის მიუხედავად, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ფეხბურთელებს ურეკავენ და აშანტაჟებენ

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ბელიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებთა მატჩი ხვალ გაიმართება, იმის მიუხედავად, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ფეხბურთელებს ურეკავენ და აშანტაჟებენ.

მერის განცხადებით, ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, აღნიშნული თამაში შედგება და ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს, ვისაც ამის სურვილი აქვს.

“ხვალ შედგება მატჩი როგორც მითხრეს, 18:00 საათზე და ვისაც მონაწილეობის სურვილი აქვს, შეუძლია ითამაშოს. არასამთავრობო ორგანიზაციები ურეკავენ ამ ფეხბურთელებს და აშანტაჟებენ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ამ შეხვედრაში და ამის მიუხედავად, ეს თამაში შედგება, ფეხბურთელები ითამაშებენ. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, გამოძიება გაგრძელდება და უნდა დადგინდეს, ვინ იყო დამნაშავე. თუმცა, სამოქალაქო ინიციატივას ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს. ვერაფერი შეაჩერებს, რაც არ უნდა იზრუნონ იმ ადამიანებმა, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის განვითარებას, ჩვენს სარწმუნოებას, მამულს და ენას. ამ ყველაფერს ვერაფერი შეაჩერებს”, – განაცხადა კალაძემ.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ბელიაშვილის ქუჩაზე გადაღებული ვიდეო გაავრცელდა, სადაც ჩანს, რომ მათ ქართველი მამაკაცები შეურაცხყოფას აყენებენ. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი კი ამბობს, რომ უცხოელების ჯგუფმა მათ მეზობელს ხელი ჰკრა და წააქცია.
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, ნიგერიელი სტუდენტების მიმართ განხორციელებულ ქმედებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები