ბარნოვზე გოგოს მკვლელობას ბავშვები შეესწრნენ – “მამაკაცი ფანჯრიდან გადახტა”

ბარნოვზე, 25 წლის გოგოს მკვლელობის ფაქტს, არასრულწლოვანი ბავშვები შეესწრნენ, – ამის შესახებ ერთ – ერთმა ადგილობრივმა მოსახლემ განაცხადა, რომლმაც გარდაცვლილი პირველმა ნახა.

მისი თქმით, მან ის მამაკაციც შენიშნა, რომელმაც, სავარაუდოდ, დანაშაული ჩაიდინა, თუმცა სახეზე არ დაუნახავს.
„აქ ამ გოგოს და ცხოვრობს, თვითონ მუხიანში ცხოვრობდა. დას ბინა აქვს დაქირავებული და დღეს სტუმრად იყო მოსული. პირველი მე შევედი. დავინახე მამაკაცი, რომელიც ფანჯრიდან გადმოხტა, მაგრამ სახე არ დამინახავს. მკვლელობის დროს სახლში ორი მცირეწლოვანი ბავშვიც იყო“, – აღნიშნა ბარნოვის ქუჩაზე მცხოვრებმა ქალმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ბარნოვის ქუჩაზე, ე.წ. მრგვალ ბაღთან, ახალგაზრდა გოგო მოკლეს. გარდაცვლილს ყელის არეში ჭრილობა აღენიშნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები