ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზაზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზაზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

“ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის კმ14-კმ24 მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისათვის. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ1-კმ13 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”,- აცხადებენ დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აღნიშნული გზის  სავალ ნაწილზე ადიდებული  მდინარე  გადმოვიდა, რის  გამოც აიკრძალა ყველა  სახის  ავტოტრანსპორტის  მოძრაობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები