სტუ-ში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ღია კარის დღე 17 აპრილს გაიმართება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საგაზაფხულო მიღებასთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრი ღია კარის დღეს მიმდინარე წლის17 აპრილს გამართავს – ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუ-ის ტექნიკური გადამზადების ცენტრი, „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ პროექტის ფარგლებში, ტექნიკური უნივერსიტეტისა და „BP საქართველოს“ ინიციატივით, და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ დაფინანსებით, დაინტერესებულ ახალგაზრდებს სთავაზობს დასაქმების ბაზარზე მოთხოვნად, შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროფესიებს:

• მაღალი ძაბვის ელექტროტექნიკოსი (მოდულური), IV საფეხური:
სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე – ქართულენოვანი, 17 თვე – არაქართულენოვანი;
• სამრეწველო ავტომატიზაცია (მოდულური), V საფეხური:
სწავლის ხანგრძლივობა 20 თვე – ქართულენოვანი, 25 თვე – არაქართულენოვანი;
• მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი (მოდულური), V საფეხური
სწავლის ხანგრძლივობა 20 თვე – ქართულენოვანი, 25 თვე – არაქართულენოვანი;

ღია კარის დღეზე, სტუდენტებს საშუალება მიეცემათ,შეთავაზებული პროგრამების შესახებდეტალური ინფორმაცია მიიღონ, ასევე, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ ლაბორატორიები დაათვალიერონ. ღია კარის დღეზე მიწვეულნი არიან პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც მომავალ სტუდენტებს დასაქმების პერსპექტივებზეგაესაუბრებიან.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლოწლისმოდულურ პროფესიულსაგანმანათლებლოპროგრამებზეჩასარიცხადმსურველთა საგაზაფხულო რეგისტრაცია 22 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები