საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Flynas” იწყებს

“მიმდინარე წლის 1 ივნისიდან, საქართველოს საავიაციო ბაზარზე რეგულარულ ავიამიმოსვლას საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Flynas” იწყებს.

რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რიადიდან, დამამიდან და ჯედადან შემდეგი განრიგით შესრულდება:

· დამამი-თბილისი-დამამი – 1 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით (სამშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი);

· ჯედა-თბილისი-ჯედა – 2 ივნისიდან, კვირაში 4 სიხშირით (სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი და კვირა);

· რიადი-თბილისი-რიადი – 3 ივნისიდან, კვირაში 4 სიხშირით (ორშაბათი, სამშაბათი, პარასკევი და კვირა)

ფრენები Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია „Flynas”-ს რეგულარული საავიაციო მიმოსვლის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა დღეს მიენიჭა.

„Flynas” 2007 წელს, დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც კვირაში ათასამდე რეგულარულ რეისს, 53 საერთაშორისო და 17 ადგილობრივ მიმართულებას სთავაზობს მგზავრებს. “Skytrax”-ის 2017 წლის მონაცემებით, „Flynas” შუა აღმოსავლეთის საუკეთესო ბიუჯეტურ ავიაკომპანიად დასახელდა”, – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები