ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და “არენას” შორის მემორანდუმი გაფორმდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრ “არენას” შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.

“ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის პრესკურანტით გათვალისწინებულ ნებისმიერ მომსახურებაზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამ გადაწყვეტილებით სპორტკომპლექსის დამფუძნებლებმა საკუთარი მხარდაჭერა გამოხატეს იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ სამშობლოს. ერთი ოჯახიდან ორი, ან მეტი წევრის მომსახურების შემთხვევაში გათვალისწინებულია დამატებითი შეღავათები ბავშვთა ცურვის შემსწავლელ ჯგუფებში.

ფასდაკლებით სარგებლობის მსურველმა ვეტერანებმა და მათი ოჯახების წევრებმა განცხადებით უნდა მიმართონ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს.  დამატებით ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ სამსახურის ცხელ ხაზს: 2 48 16 26″,- აცხადებენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები