ირაკლი სესიაშვილი: როგორც ქუხს, ისე არ წვიმს
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ უმრავლესობაში „როგორც ქუხს, ისე არ წვიმს“.
ამასთან, როგორც სესიაშვილი აცხადებს, უმრავლესობის შიდა დისციპლინის საკითხი რაიმე ხისტ მიდგომას არ საჭიროებს.
„პირველ რიგში ვიტყვი, რომ „როგორც ქუხს, ისე არ წვიმს“. აზრთა სხვადასხვაობას ჩვენ არასდროს შევუშინდებით. განსხვავებული აზრების არსებობა მისასალმებელია. ამ შემთხვევაში ადგილი ქონდა ემოციურ ფონს და ამაშიც კატასტროფული არაფერია. პარტიული დისციპლინა საერთაშორისოდ მიღებული პრინციპია. ჩვენ ეთიკის ნორმებს შინაგანი რწმენით დავარეგულირებთ, თუ წესების ფორმაზე ჩამოვყალიბდებით, ამაშიც ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.