დის ქმარი ყოფილა, ორი ტყვია ესროლა – რას ყვება მეზობელი მუხიანში მომხდარ მკვლელობაზე

მუხიანში ახალგაზრდა მამაკაცი, სიძემ მოკლა.
გარდაცვლილის მეზობლის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ, დის ქმარმა სახლიდან, იქვე მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის ეზოში გაიყვანა, სადაც მათ შორის დაპირისპირება მოხდა.
გამოძიების მასალების თანახმად, სიძემ ცოლის ძმას ცეცხლსასროლი იარაღიდან ფეხის არეში ესროლა და თავად კი, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იგი დანაშაულიდან, რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა ე.წ. „წითელი ხიდის“ გამშვებ პუნქტზე დააკავეს. დაჭრილი მეზობლებმა იპოვეს, მათვე გამოიძახეს სასწრაფო, თუმცა 26 წლის ახალგაზრდის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

“დის ქმარი ყოფილა, ორი ტყვია ესროლა, უთანხმოება ჰქონიათ ოჯახში. დის ქმარია, ოჯახიდან წაუყვანია და მოხდა ასე, რომ ესროლა. ორი ტყვია აქვს ნასროლი”, – აცხადებს მეზობელი.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები