მარინა კორძაძე: საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანლების 90%-მა ქართული ენა არ იცის

“საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანლების 90%-მა ქართული ენა არ იცის, მათთვის სამოქალაქო ინტეგრაცია საჭიროა, რაშიც ქართული ენის სწავლა დაეხმარებათ”, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “რეგიონების კულტურულ-საგანმანათლებლო და ბიზნეს განვითარების ასოციაციის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მარინა კორძაძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, რეგიონებში ინოვაციური სწავლების წარმოება-დანერგვასა და პროექტ „დედაენა ქართულის“ შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აზერბაიჯანელი მოქალაქეების მხრიდან, ქართული ენის შესწავლის ინტერესი საკმაოდ დიდია.

„დედაენა ქართულის“ საპილოტე პროგრამა ქვემო ქართლიდან იწყება და ნელ-ნელა ყველა რეგიონში გადავალთ. აღნიშნული პროექტი ემსახურება იმას, რომ პოპულარიცაზია მოხდეს იმ ბლოგ-თემების, რაც აქტუალური შეიძლება იყოს. ინოვაციური სწავლება, რომელიც აზერბაიჯანელი მოსახლეობისთვის ხორციელდება, ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანლების 90%-მა ქართული ენა არ იცის. მათთვის სამოქალაქო ინტეგრაცია საჭიროა, რაშიც ქართული ენის სწავლა დაეხმარებათ. მთავარია, რომ მათი მხრიდან არის ამის ინტერესი და მონდომებულები არიან, შეისწავლონ ჩვენი მშობლიური ენა”, – განაცხადა მარინა კორძაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები