რეგიონებში ინოვაციური სწავლების წარმოება-დანერგვა იწყება

რეგიონული განვითარების, კულტურულ-საგანმანათლებლო და ბიზნესგანვითარების ასოციაციის პრეზიდენტმა, ბესიკ ქარცივაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პროექტ „დედაენა ქართულის“ შესახებ ისაუბრა.

მან ასევე ყურადღება რეგიონებში ინოვაციური სწავლების წარმოება-დანერგვაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ პროექტის განხორციელება ბოლნისიდან დაიწყება.

“დიდი პატივია თქვენს სააგენტოში იმ დიდი თემის წარმოდგენა, რომელსაც რეგიონებში ინოვაციური სწავლების წარმოება-დანერგვა ჰქვია. ამას რამდენიმე არასამთავრობო კოალიცია წარმოდგენს და ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჰაბია რეგიონალური მართვის სოციალურ-ეკონომიური და ბიზნეს განვითარების ასოციაცია, რომლის პრეზიდენტიც გახლავართ. ამ პროექტზე მუშაობისას გამოიკვეთა ძალიან სასიამოვნო რამ, აზერბაიჯანელმა მოქალაქეებმა გამოთქვეს სურვილი, შეესწავლათ ქართული ენა. საქართველოს მოსახლეობის 6%-ს სწორად ისინი წარმოადგენენ, შესაბამისად, სადაც ყველაზე მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს, ანუ ქვემო ქართლში, აქედან დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელებაც. ქართულ ენასთან ერთად საუბარია, ყველა იმ საგანზე, რაც ისწავლება საჯარო სკოლებში, მათ შორის, ტექნიკური საგნები. პედაგოგების მაგივრად კი, იქნებიან მენტორები, რომელთა გადამზადებაც მიმდინარეობს. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენ არ ვიქნებით სკოლაში, ეს იქნება ცალკე ინოვაციური ცენტრი და იქნება თავისუფალი სწავლების რეჟიმი. საფასური იქნება შეღავათიანი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მრავალშვილიანებისთვის, შშმ პირთათვის და სხვა. ჩვენ არ გვინდა ბარიერი იყოს, რომ ვიღაცამ საფასურის გამო ვერ შეძლოს ამ პროექტში მონაწილეობა. ინოვაციური პროგრამა კიდევ იმიტომაა კარგი, რომ დღეს რთულია მოსწავლეებს ქიმიური ცდები გააგებინო მხოლოდ წიგნის საშუალებით, ამიტომ ეკრანული სწავლება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ყოველივე ეს თვალსაჩინო გახდეს მათთვის”,-აღნიშნა ბესიკ ქარცივაძემ.

რაც შეეხება პროექტის მხარდამჭერებს, ისინი, მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს საპატრიარქოს ბოლნისის ეპარქია, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა სახელმწიფო და კერძო უწყებები არიან.

“ა(აიპ) ,,რეგიონების კულტურულ-საგანმანათლებლო და ბიზნესის განვითარების ასოციაცია“ ახორციელებს პროექტს „დედაენა ქართული“, რომელიც წარიმართება ქვემო ქართლის 6 რეგიონალურ ერთეულში და რუსთავში, კერძოდ სახელმწიფო სკოლებში გამოცხადდება რეგიონის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრების ჩართულობით, ღონისძიება ბლოგ-თემით ,,დედაენა ქართული“. გამარჯვებულის გამოსავლენად, ადგილებზე შეიქმნება 7-კაციანი კომისია, რომელიც გამოავლენს სკოლებში პირველ, მე–2 და მე–3 ადგილებზე გასულ გამარჯვებულებს, რომლებიც დაჯილდოვდებიან სამახსოვრო სიგელებით, ისტორიულ შემეცნებითი და მხატვრული ლიტერატურის ტომეულებით. ასევე დაჯილდოვდებიან გამარჯვებული სკოლის დირექტორები და ქართული ენის მასწავლებლები. კონკურში მონაწილე ყველა სკოლის დირექტორს გადაეცემა სამახსოვრო სიგელები. აღნიშნული ღონისძიება ბოლნისში 14 აპრილს, 17 საათზე ბოლნისის სიონში გაიმართება, რომელიც დასრულდება გალა-კონცერტით ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ფოლკლორულ–ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით, მათ შორის, 40 ჩოხოსანი 7-8 კლასის მოსწავლეები, რომლებიც ქართული სულით შეეგებებიან პროექტის გამარჯვებულებს და მონაწილეებს. პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს საპატრიარქოს ბოლნისის ეპარქია, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა სახელმწიფო და კერძო უწყებები. აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრება საქართველოში ჩინეთის საელჩოს კულტურის ატაშე და რამდენიმე დიპლომატი, ღონისძიებას გააშუქებს სხვადასხვა მედია საშუალებები, მათ შორის ჩინეთის სააგენტო–სინომედია.

ზემოაღნიშნული პროექტი ქვემო ქართლში გაგრძელდება შესაბამისი დაჯილდოებით და გალა-კონცერტით შემდეგი თანმიმდევრობით: მარნეულში 26 მაისს, წალკაში 15 სექტემბერს, თეთრიწყაროში 29 სექტემბერს, დმანისში 20 ოქტომბერს, გარდაბანში 27 ოქტომბერს და რუსთავში 10 ნოემბერს.
კონკურსის საზეიმო დახურვა შედგება 2018 წლის 23 ნოემბერს 17 საათზე საქართველოს პარლამენტში, რესპუბლიკის დარბაზში”, – განაცხადა რეგიონული განვითარების, კულტურულ-საგანმანათლებლო და ბიზნესგანვითარების ასოციაციის პრეზიდენტმა, ბესიკ ქარცივაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები