ე.წ. ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი

“პირველი რადიოს” ინფორმაციით, ხორავას ქუჩის საქმეზე გუშინ დაკითხულ მოწმე მიხეილ კალანდიაზე, შესაძლოა, ზეწოლა ხორციელდება. კონფიდენციალური წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მას შემდეგ, რაც კალანდიამ სასამართლო დაკითხვისას მის მიერვე წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები რადიკალურად შეცვალა, მასთან სახლში ბიძა, ყოფილი პროკურორი მირზა სუბელიანი მივიდა და შეცვლილი ჩვენების გამო პასუხი მკაცრად მოსთხოვა. სუბელიანი კალანდიების ოჯახში ორ პროკურორთან ერთად იმყოფებოდა და მიხეილ კალანდიასგან 13 აპრილს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე ჩვენების ხელახლა შეცვლა მოითხოვა. ვინაიდან 11 პარილს მოწმის დაკითხვა ვერ დასრულდა მისგან ჩვენების მიღება საქალაქო სასამართლოში პარასკევს გაგრძელდება.

“პირველი რადიოს” ინფორმაციით, მირზა სუბელიანმა მისივე ცოლის დისშვილი, მოწმე მიხეილ კალანდია სახლიდან წაიყვანა და ამ დროისთვის ის სუბელიანებთან იმყოფება.

მოწმეზე შესაძლო ზეწოლის შესახებ ვარაუდი ბრალდებულების დაცვის მხარემ გუშინდელი სასამართლო სხდომის შემდეგ გამოთქვა. ადვოკატებმა ტელევიზიების საშუალებით სამართალდამცველებს მიმართეს თხოვნით, დაეცვათ მოწმე ყოველგვარი შესაძლო ზემოქმედებისგან.

წყარო: “პირველი რადიო”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები