ერიკ ტრამპი: ტრამპის სახელი უმაღლესი ხარისხის უძრავი ქონების პროექტებთან ასოცირდება, „ტრამპთაუერ თბილისი“ კი ამ მემკვიდრეობის გაგრძელებაა; მოხარულები ვართ, რომ საქართველოსთვის გლობალური რეპუტაციის მქონე ხარისხის შეთავაზება შეგვიძლია
“ტრამპის სახელი მსოფლიოს ყველაზე მდიდრულ უძრავი ქონების პროექტებთან ასოცირდება, ხოლო Trump Tower Tbilisi ამ მემკვიდრეობის გაგრძელებაა. ვამაყობთ, რომ ამ გლობალურად აღიარებულ უმაღლეს სტანდარტს საქართველოში ვნერგავთ და განსაკუთრებით გვიხარია თანამშრომლობა ამ პროექტზე ასეთ პატივსაცემ და პროფესიონალ დეველოპერებთან”, – ამის შესახებ ერიკ ტრამპი – “ტრამპის ორგანიზაციის” აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს.
“არქი” ჯგუფთან, Biograpi Living-თან, The Sapir Organization-თან, Blox Group-თან და Finvest Georgia-სთან თანამშრომლობით, The Trump Organization საქართველოში თავის პირველ ბრენდირებულ პროექტს წარადგენს, რაც რეგიონში ფუფუნებისა და დიზაინის ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. დაახლოებით 70-სართულიანი გამორჩეული ცათამბჯენი ქვეყნის ყველაზე მაღალი შენობა გახდება. იგი გადაჰყურებს ცენტრალურ პარკს და მრავალფუნქციური სივრცის მთავარ ცენტრად იქცევა, სადაც განთავსდება მდიდრული რეზიდენციები, პრემიუმ კლასის სავაჭრო ობიექტები, მსოფლიო დონის რესტორნები და განსაკუთრებულად შერჩეული ცხოვრების სტილის სერვისები”, – ნათქვამია განცხადებაში.