“არ ვიცი, რამდენად ცოცხალი გავიდოდი ამ დარბაზიდან, ეს ფინალი რომ წამეგო და ხალხს საქართველოს ჰიმნი არ მოესმინა” – ლუკა მაისურაძე
“არ ვიცი, რამდენად ცოცხალი გავიდოდი ამ დარბაზიდან, ეს ფინალი რომ წამეგო და ხალხს საქართველოს ჰიმნი არ მოესმინა,” – ამის შესახებ ქართველმა ძიუდოისტმა, ლუკა მაისურაძემ განაცხადა
მან თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვა და ოქროს მედალს დაეუფლა.
“უზომოდ ბედნიერი და გახარებული ვარ. მეორედ გავხდი ევროპის ჩემპიონი, მაგრამ პირველ გამარჯვებას ამხელა ემოცია, რა თქმა უნდა, არ ჰქონია – აქ გამარჯვება და აქ მოპოვებული ჩემპიონობა იყო დაუვიწყარი და ეს წუთები არასდროს დამავიწყდება.
არ ვიცი, რამდენად ცოცხალი გავიდოდი ამ დარბაზიდან, ეს ფინალი რომ წამეგო და ხალხს საქართველოს ჰიმნი არ მოესმინა, მაგრამ ღმერთის წყალობით, ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდა და ჩვენი ჰიმნით დავხურეთ ეს დღე,” – განაცხადა ლუკა მაისურაძემ.