მიხეილ სარჯველაძე: სახელმწიფომ უნდა დაიცვას სამუშაო ადგილები და მათზე წვდომა საქართველოს მოქალაქეებისთვის

„სამედიცინო სფერო ავიღოთ – მეთოდები და ტექნოლოგიები მუდმივად იხვეწება. შესაძლოა არსებობდეს ექიმი, რომელიც საქართველოში ჩამოსვლით და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობით მნიშვნელოვან ტექნოლოგიას ჩამოიტანს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ შრომითი მიგრაციის საკითხებზე საუბრისას განაცხადა.

“ასეთ შემთხვევაში, პირიქით, ხელი უნდა შევუწყოთ და არ უნდა შეიქმნას ისეთი ბარიერი, რომელიც მის საქმიანობას შეაფერხებს. თუმცა მთავარი არსი არის ის, რომ სახელმწიფომ დაიცვას სამუშაო ადგილები და მათზე წვდომა საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები