“ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს; წირვის დასასრულ, როგორც ყოველთვის, მისი უწმინდესობის საფლავზე იქნება პანაშვიდი გადახდილი” – დეკანოზი გიორგი სანამაშვილი

“ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს. დღეს გახლავთ კვირაცხოვლობა. თომა მოციქულის ხსენებას აღნიშნავს აღდგომის შემდეგ კვირას წმინდა ეკლესია”, – ამის შესახებ სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი, გიორგი სანამაშვილი საუბრობს.

“ამ დღესთან დაკავშირებით, სიონის უძველეს საპატრიარქო ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მაღალ ყოვლადუსამღვდელოესი მეუფე შიო აღავლენს დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურებას. წირვის დასასრულ, როგორც ყოველთვის, მისი უწმინდესობის საფლავზე იქნება პანაშვიდი გადახდილი”, – აღნიშნავს მამა გიორგი.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები