გიორგი გამსახურდია: ცოტნე ივანიშვილის გაჟღერებული პატრიოტული პოზიცია არის ქვეყნისათვის სარგებლის მომტანი – დიახ, უნდა დასრულდეს პოლარიზაცია, სამწუხაროდ რადიკალური ოპოზიცია, ამ ყველაფერს აგდებით უყურებს და ცდილობს, პროცესი დააკნინოს და გააუფასუროს

„ცოტნე ივანიშვილის, კარგი და ახალგაზრდა კაცის, კიდევ ერთხელ გაჟღერებული პატრიოტული პოზიცია, თავისთავად არის ქვეყნისათვის პოზიტივის და სარგებლის მომტანი. დიახაც, უნდა დასრულდეს პოლარიზაცია, მეტი სივრცე უნდა იყოს დიალოგის და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, არ უნდა ვუყურებდეთ როგორც კეთროვნებს“- ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

„ცოტნე ივანიშვილის, კარგი და ახალგაზრდა კაცის, კიდევ ერთხელ გაჟღერებული პატრიოტული პოზიცია, თავისთავად არის ქვეყნისათვის პოზიტივის და სარგებლის მომტანი. დიახაც, უნდა დასრულდეს პოლარიზაცია, მეტი სივრცე უნდა იყოს დიალოგის და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, არ უნდა ვუყურებდეთ როგორც კეთროვნებს.

უბრალოდ მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ რადიკალური ოპოზიცია, ამ ყველაფერს აგდებით უყურებს და ყოველივე ჯერზე ცდილობს რომ პროცესი დააკნინოს და გააუფასუროს. ძალიან მინდა, მაგრამ რადიკალურო ოპოზიციის ლიდერების უმრავლესობა, ვფიქრობ ვერ იპოვიან საკუთარ თავებში ძალას, რომ თუნდაც ერთხელ გამოვიდნენ სხვების ტყვეობიდან და შეუერთდნენ ცოტნეს  გაჟღერებულ ამ ქვეყნისათვის საჭირო ინიციატივას.

ისე, ვიღაცები რომ საუბრობენ აქ დინასტიებზე, ისიც გაითვალისწინონ რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, გამოთქვას თავისი აზრი, იყოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და ა.შ. ამ ყველაფრის უამრავი მაგალითი არსებობს მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში.“- წერს გიორგი გამსახურდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები