“რაც უფრო მეტად იქნება ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა უზრუნველყოფილი, მით უფრო მაცდური იქნება, რომ არალეგალი მიგრანტები შემოვიდნენ” – გორდულაძე

“რაც უფრო მეტად იქნება ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა უზრუნველყოფილი, მით უფრო მაცდური იქნება, რომ არალეგალი მიგრანტები შემოვიდნენ”, – ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი- დებატები“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ შრომით მიგრაციაზე საუბრისას.

„თქვენ როდესაც საუბრობთ, რომ თურმე ახლა არ არის რაღაც დროული, ასე შეგვიძლია ნებისმიერ რამეზე ვისაუბროთ. დროულია, მათ შორის იმიტომაც, რომ გვჭირდება, ვიცოდეთ ზუსტად, სად გვიჭირს, სად არის ის პროფესიები, რომლებსაც სჭირდება კიდევ უფრო მეტი ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან, როგორც პროფესიული განვითარების თვალსაზრისით, ისე უმაღლესი განათლების კუთხით. ეს საიდანღაც უნდა დავიწყოთ და საიდან უნდა დავიწყოთ? – უკვე დავიწყეთ, ამას ვაკეთებთ.

უკანონო მიგრაციას რაც შეეხება, რაც უფრო მეტად იქნება ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა უზრუნველყოფილი, მით უფრო მაცდური იქნება, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოვიდნენ არალეგალი მიგრანტები. ეს კიდევ სხვა, ცალკე საკითხია, რომლის წინააღმდეგაც ვიბრძვით და დიახ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმდენი არალეგალი გაძევდა ამ ქვეყნიდან, რამდენიც წინა ათი წლის განმავლობაში ჯამში. ეს ყველაფერი რომ ერთმანეთთან გადაჯაჭვული საკითხებია, ამაზე კამათიც კი ალბათ არარელევანტურია“, – აღნიშნა გორდულაძემ ოპონენტის პასუხად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები