ეკატერინე გუნცაძემ საერთაშორისო განვითარების ასოციაციის წლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ – ეკატერინე გუნცაძემ საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) წლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, წლიური შეხვედრის ფარგლებში, განიხილება განვითარების სააგენტოს (IDA) გრძელვადიანი ფინანსური მდგრადობის და IDA-ს დაფინანსების შეღავათიანობის კალიბრაციის, IDA21 პროგრამის მიმდინარეობის საკითხები, ასევე, IDA20 პროგრამის შედეგების შეჯამება.
“საქართველო საერთაშორისო განვითარების ასოციაციას დონორი ქვეყნის სტატუსით 2022 წელს შეუერთდა”, – წერია ინფორმაციაში