“პასუხისმგებლობიანმა ხელისუფლებამ ისეთი რეგულაცია უნდა მოიფიქროს, რომ, პირველ რიგში, თავისი ქვეყნის მოქალაქე დასაქმდეს” – გორდულაძე
“პასუხისმგებლობიანმა ხელისუფლებამ ისეთი რეგულაცია უნდა მოიფიქროს, რომ, პირველ რიგში, თავისი ქვეყნის მოქალაქე დასაქმდეს”, – ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ისაუბრა.
„როდესაც პასუხისმგებლობიანი ხელისუფალი ხარ, ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ბიზნესმა შეძლოს თავისუფლად ოპერირება, ხოლო მეორე მხრივ, პასუხისმგებლობიანმა ხელისუფლებამ, პირველ რიგში, ისეთი რეგულაციები უნდა მოიფიქრო, შესაძლებელი გახდეს, პირველი საქართველოს მოქალაქე დასაქმდეს და შემდეგ ნებისმიერი სხვა.
ჩვენ შეიძლება, ძალიანაც გვინდოდეს, რაც შეიძლება ბევრი ქართველი დავასაქმოთ, მაგრამ დასაქმების ადგილი აღარ გვქონდეს და პირიქით. თუ ძალიან ბევრ დასაქმების ადგილს ვქმნით (რომელიც ძალიან კარგია თავის შინაარსით), მაგრამ აქ თუ საქართველოს მოქალაქეები ვერ დასაქმდებიან, მაშინ რა გამოვა?! მიზანი, საბოლოოდ, მიღწეული ვერ იქნება“, – თქვა გორდულაძემ.