დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარისა და იმერეთის რეგიონულ მთავარ სამმართველოებს ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი ალადაშვილი, მოადგილესთან, დავით ნოზაძესთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარისა და იმერეთის რეგიონულ მთავარ სამმართველოებს ეწვია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, დეპარტამენტის თავმჯდომარემ რეგიონის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა და მათთან ერთად, მიმდინარე გეგმები და განსახორციელებელი პროექტები განიხილა. შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ დეპარტამენტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს დაცვის პოლიციაში დასაქმებულთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს.
“ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ალადაშვილმა რეგიონებში არსებული ინფრასტრუქტურა, ავტოპარკი და ტექნიკური აღჭურვილობა დაათვალიერა. ასევე საერთაშორისო აეროპორტებში თანამშრომელთა სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო და არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
დეპარტამენტის თავმჯდომარემ რეგიონული მთავარი სამმართველოების სრულ შემადგენლობას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა,”- წერია ინფორმაციაში.