გეკა გელაძე უზბეკეთის რესპუბლიკის შსს-ს აკადემიასა და ტაშკენტის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია და აღნიშნული დანაყოფების ინფრასტრუქტურასა და საქმიანობას გაეცნო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი  – გეკა გელაძე უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და ქალაქ ტაშკენტის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია და აღნიშნული დანაყოფების ინფრასტრუქტურასა და საქმიანობას გაეცნო.

შსს-ს ცნობით, უზბეკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სტუმრობისას, საქართველოს დელეგაციის წევრებს აკადემიის ხელმძღვანელმა – რუსტამ ხატამოვმა უმასპინძლა, რომელმაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მათ საპოლიციო განათლების სფეროში მიმდინარე და დანერგილ რეფორმებზე, სასწავლებლის სტრუქტურულ მოწყობასა და საქმიანობაზე.

“თავის მხრივ, გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა საპოლიციო განათლების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

ქალაქ ტაშკენტის პოლიციის დეპარტამენტში სტუმრობისას კი, შინაგან საქმეთა მინისტრი დეტალურად გაეცნო დანაყოფის საქმიანობის სპეციფიკას და ამავე დეპარტამენტში მოქმედი ერთიანი ოპერაციების მართვის ცენტრის ფუნქციებს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები