აშშ-ში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, 2 მცირეწლოვანი დაიღუპა

აშშ-ის ქალაქ ბრუკლინში, ავტომობილი ქვეითად მოსიარეულეებს დაეჯახა. შედეგად, 2 ბავშვი დაიღუპა, 4 კი, დაშავდა. ინფორმაციას „Cbslocal”ავრცელებს.
ავტოსაგზაო შემთხვევა ადგილობრივი დროით 12:30 საათზე მოხდა, როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მაღლი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, რომლის მძღოლიც დამუხრუჭებას ცდილობდა, გაჩერებული ავტომობილების შეჯახების შემდეგ, ქვეითად მოსიარულეებს შეეჯახა, რომლებიც გზაზე გადადიოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე ავტომობილის მძღოლი 44 წლის დოროთი ბრუნსია, პოლიციის ინფორმაციით, მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა დოროთი და ავარიის დროს დაშვებული ყველა მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილობრივმა სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები