პარლამენტთან, „აუდიტორია 115“-ის აქციაზე მცირე დაპირისპირება მოხდა

0

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, სტუდენტური ორგანიზაცია „აუდიტორია 115“-ის აქციაზე მცირე დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ. პოლიციის თანამშრომლები მათ მოუწოდებენ, აქცია პარლამენტის წინ არსებულ მოედანზე გამართონ და საავტომობილო მოძრაობა არ შეაფერხონ. სწორედ ამ დროს მოხდა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირება.
აქციის წევრები თსუ-ის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ და საპროტესტო მსვლელობა გამართეს.
აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა და შრომითი უფლებების გაძლიერებაა. აქციის მონაწილეები სამშენებლო ობიექტებზე მომუშავეთა გარდაცვალების ფაქტების გახშირებაზე საუბრობენ და ითხოვენ, შრომით ინსპექტორს სასამართლო ნებართვის გარეშე ობიექტების შემოწმების უფლება ჰქონდეს. ამასთან, მათი მოთხოვნაა, დაწესდეს შესაბამის საჯარიმო სანქციები.

კომენტარები

კომენტარი