დავით ქართველიშვილი: ერთი დეპეშა არ გამოუგზავნიათ ევრობიუროკრატებს პატრიარქის გარდაცვალების გამო ქართველი ხალხის სანუგეშოდ, იმ ხალხის, რომელსაც ასე მისტირიან და თითქოს გვერდში უდგანან

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ევრობიუროკრატების დუმილს პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი გამოეხმაურა.

„ამდენი წლის განმავლობაში ევრობიუროკრატების მხრიდან რამდენი ნიანგის ცრემლი გვინახავს დაღვრილი, თითქოს მათ არ შეუძლიათ გაატარონ ცხოვრების არც ერთი დღე ისე, რომ ქართველი ხალხის დემოკრატიული აღმშენებლობის ბედის, მისი წარსულის თუ მომავლის გამო არ ინერვიულონ”- განაცხადა ანალიტიკოსმა და აღნიშნა, რომ „დაუძინებელ მეგობრებს” ქართველი ხალხის სანუგეშოდ დეპეშაც კი არ გამოუგზავნიათ. მისივე განმარტებით, უკანასკნელ დღეებში ქუჩაში გასული ხალხი, რეალურად ქართული საზოგადოებაა.

„ამდენი წლის განმავლობაში ჩვენი დაუძინებელი მეგობრების [ევრობიუროკრატების] მხრიდან რამდენი ნიანგის ცრემლი გვინახავს დაღვრილი ვირტუალურ, ილუზორულ და მითიურ ქართველ ხალხზე, თითქოს მათ [ევრობიუროკრატებს] არ შეუძლიათ გაატარონ საკუთარი ცხოვრების არც ერთი დღე ისე, რომ ქართველი ხალხის დემოკრატიული აღმშენებლობის ბედის, მისი წარსულის თუ მომავლის გამო არ ინერვიულონ.

ამ დღეებში ჩვენ დავინახეთ მილიონობით ქართველი ადამიანი. ერთი დეპეშა არ გამოუგზავნიათ, სატელეფონო ზარს თავი დავანებოთ, ევრობიუროკრატებს ქართველი ხალხის სანუგეშოდ, იმ ხალხის, რომელსაც ასე მისტირიან, თითქოს გვერდში უდგანან და ა.შ. ჩვენ რაც ვნახეთ, ის რეალური ქართველი ხალხი იყო და არა მისი გენმოდიფიცირებული ნაწილი,”- განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები