აშშ-ში, ვერტმფრენის ჩამოვარდნას, 3 ბრიტანელის სიცოცხლე ემსხვერპლა

აშშ-ში, მდინარე კოლორადოსთან მდებარე გრანდ კანიონში, ვერტმფრენი ჩამოვარდა. შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. „BBC”-ის ინფორმაციით, გარდაცვლილები ბრიტანეთის მოქალაქეები არიან.
გავრცელებული ინფრომაციით, ინციდენტი ადგილობრივი დროით 17:30 საათზე მოხდა.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი პოლიციას ჯერ არ დაუდგენია, როგორც მოსახლეობა აცხადებს, ძლიერი ქარის გამო, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს მუშაობაში ხელი ეშლებოდათ და დახმარება დროულად ვერ მოახერხეს.
ინციდენტის დროს გადარჩენილი მგზავრები და პილოტი, ლას-ვეგასში მდებარე სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები