ინდოეთში სამხედრო ბაზაზე თავდასხმას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ინდოეთში მდებარე ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 სამხედრო მოსამსახურე. ინფორმაციას „hindustantimes.com“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროებმა 3 თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახერხეს.
როგორც მათ განაცხადეს, თავდამსხმელები სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი, მათ შორის AK-56-ით, ხელყუმბარებითა და ყუმბარმტყორცნით.
შეგახსენებთ, რომ ინდოეთში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სამხედრო ბაზებზე შეიარაღებული თავდასხმები ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები