ბოლივიაში, აფეთქების შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა

ბოლივიის ქალაქ ორუროში, კარნავალზე, ბუნებრივი აირის ბალონების აფეთქების შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, 75-მდე კი დაშავდა, _ ინფორმაციას ადგილობრივი მედია „publika.md“ ავრცელებს.
დაშავებულები ბოლივიის ქალაქ ლა’პაზში მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების არეალი 50 იარდის რადიუსში გავრცელდა, _ ინფორმაციას „thesun.co.uk“ ავრცელებს.
სამართალდამცველებმა, ტერიტორია სადაც ინციდენტი მოხდა, დაუყოვნებლივ გადაკეტეს და გამოძიება დაიწყეს.
შეგახსენებთ, რომ ბოლივიაში გამართულ ყოველწლიურ კარნავალში ათასობით ადამიანი იღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები