რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა ავიაკატასტროფის დროს დაღუპულებს ბიომასალა უწოდა

რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის მინისტრმა მაქსიმ სოკოლოვმა, თვითმფრინავის ჩამოვარდნის საკითხების განხილვისას, დაღუპული ადამიანების ცხედრებს ბიომასალა უწოდა. ჩინოვნიკის სიტყვებს რუსული მედია ავრცელებს.
„იქიდან გამომდინარე, რომ ამ ავიაკატასტროფაში გადარჩენილები არ არიან, ბიომასალების ხარისხი ისეთია, რომ გენური ექსპერტიზის გაკეთება მოგვიწევს. მოგვიწევს ნათესავების ბიომასალის შეგროვება, ექსპერტიზის შედეგების მიღებას ორი–სამი თვე დასჭირდება“.
მინისტრის გამონათქვამმა რუსეთის სოცქსელებსა და მედიაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ადამიანები მინისტრს ცინიკური და უგულო განცხადების გამო მწვავედ აკრიტიკებენ.
შეგახსენებთ, „სარატოვის ავიახაზების“ თვითმფრინავი „ან 148“, რომელიც მოსკოვიდან ორსკში მიფრინავდა, დომოდედოვოს აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში, მოსკოვის ოლქში ჩამოვარდა. მოსკოვის სატრანსპორტო პროკურატურის განცხადებით, ბორტზე მყოფი 65 მგზავრი, მათ შორის 3 ბავშვი და ასევე ეკიპაჟის 6 წევრი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები