რუსეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა – წინასწარი ცნობით, კატასტროფისას ყველა მგზავრი დაიღუპა (ფოტო, ვიდეო)

„სარატოვის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვის „დომოდედოვოს’ აეროპორტიდან „ორსკის მიმართულებით მიფრინავდა, ჩამოვარდა.

ბორტზე 71 ადამიანი იმყოფებოდა, 65 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი. მგზავრებს შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი იყო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კატასტროფას ვერც ერთი მათგანი ვერ გადაურჩა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ უკვე ნაპოვნია “ან 148”-ის ფრაგმენტებიც.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. კატასტროფის ადგილზე გაემგზავრნენ რუსეთის საგანგებო სამსახურების და ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები.
აღნიშნული ავიარეისის მგზავრების ნათესავებისა და ახლობლებისათვის „ცხელი ხაზი“ ამოქმედდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები