სამხრეთ კორეაში, ფიონჩანგიდან 150 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

სამხრეთ კორეაში, ქალაქ პიოჰანში, ფიონჩანგიდან 150 კილომეტრში, მიწისძვრა მოხდა.

ოლიმპიური თამაშების მონაწილეებსა და ჟურნალისტებს სთხოვეს, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი აცხადებს, რომ სტარტების გადადების საფუძველი არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის ქალაქ ფიონჩანგში ზამთრის 23-ე ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად 9 თებერვალს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები