მალტის სანაპიროსთან ძლიერი შტორმის შედეგად სატვირთო გემი მეჩეჩს შეეჯახა (ფოტო, ვიდეო)

ხმელთაშუა ზღვაში, მალტის სანაპიროსთან, ძლიერი შტორმის შედეგად სატვირთო გემი მეჩეჩს შეეჯახა.
ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ზღვის ნაპირამდე მიღწევა ეკიპაჟის ყველა წევრმა უსაფრთხოდ შეძლო.
სტიქიას კუნძულზე რუმინეთის ერთი მოქალაქე ემსხვერპლა, კიდევ ერთი კი, დაშავდა. მათ მანქანას წაქცეული ხე დაეცა.
მეტეოროლოგების ცნობით, გადაუღებელი წვიმა და ძლიერი ქარი მალტაზე მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.
ამინდის გაუარესების შესახებ გაფრთხილება შაბათს გაიცა.
როგორც ადგილობრივი მედიის ერთ-ერთი სააგენტო წერს, გარემოს დაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გემზე საწვავის სატვირთო მანქანა არ იმყოფებოდა. ჯერ-ჯერობით გარემოსდაცვითი ზიანი არ მომხდარა – განაცხადა სპიკერმა.
სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტმა და პოლიციამ გემზე მყოფ ეკიპაჟის წევრებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები