სირიაში ისრაელის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

სირიის დასავლეთ ნაწილში ისრაელის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. როგორც ტელეკომპანია “ალჯაზირა” იუწყება, ორივე პილოტმა კატაპულტირება მოასწრო. ისინი ისრაელის მხარემ გოლანის მაღლობზე იპოვა და საავადმყოფოში გადაიყვანა.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის ავიაცია სირიაში იერიშს რამდენიმე კვირაა ახორციელებს. სამიზნე ირანული ჯავშანტექნიკაა.
სირიის მთავრობამ ისრაელი აგრესიასა და ინტერვენციის მცდელობაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები