ესპანეთში პოლიციის მიერ დაკავებული ნარკოდილერი საავადმყოფოდან გაიტაცეს

ესპანეთის აღმოსავლეთში მდებარე საავადმყოფოში, ნარკოდილერის გასათავისუფლებლად 20 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი შეიჭრა. ამის შესახებ, პოლიციაში წყაროზე დაყრდნობით, „Europa Pressсо” იუწყება.
ინციდენტი ოთხშაბათს გვიან ღამით, კადისის პროვინციაში, ქალაქ ლა-ლინეა-დელა-კონსეპიონში მოხდა. მანამდე კი, პოლიციამ ნარკოდილერი დააკავა, რომელიც ერთ-ერთი დანაშაულებრივი კლანის წევრია. დაკავების შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან გაქცევის მცდელობისას დაზიანებები მიიღო.
მედიის ინფორმაციით, კლინიკაში ოცამდე ადამიანი შეიჭრა, რომლებიც პოლიციელებს თავს დაესხნენ და დაკავებული გარეთ გაიყვანეს. რამდენიმე საათის შემდეგ, პოლიციამ თავდამსხმელებიდან რამდენიმე დააკავა.
ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხუან იგნასიო სოიდომ განაცხადა, რომ სამართალდამცველები სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ეცნობიან, რაც მათ დამნაშავეების დაკავებაში უნდა დაეხმაროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები