რუსეთში 11 წლის მოსწავლეს მიკროავტობუსი დაეჯახა (ვიდეო)

რუსეთში, ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელზე, მიკროავტობუსი 11 წლის გოგონას დაეჯახა, ინციდენტის ამსახველ ვიდეო კადრებს სააგენტო „Vesti.ru” ავრცელებს.
მომხდარი ფაქტის შედეგად, გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელსაც სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნება.
ინციდენტი ქალაქ კრასნოიარსკისა და ლესოსიბირსკის გზაზე მოხდა. სამი მოზარდი გზის მეორე მხარეს გადასვლას ცდილობდა, 11 წლის გოგონა კი, გზის მხოლოდ ერთ მხარეს იყურებოდა და საშუალო სიჩქარით მომავალი მიკროავტობუსი ვერ შენიშნა. მიკროავტობუსის მძღოლმა დამუხრუჭება მაშინ დაიწყო, როდესაც 11 წლის გოგონა გზაზე გადადიოდა, თუმცა ავტომობილის გაჩერება ვერ შეძლო.
გავრცელებული ინფორმაციით, პირველადი სამედიცინო დახმარება გოგონას მძღოლმა გაუწია, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანა, ექიმების განცხადებით, გოგონამ ტვინის შერყევა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები